ოპოზიციის ფლანგზე „ლელო - საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„საქართველოში არის კონკრეტული რეალობა, რომელიც გვკარნახობს, რომ ეს კოალიციური პროექტი უნდა შედგეს არჩევნებამდე, ვინაიდან არსებობს საფრთხე, ალბათობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. წარმატების ყველაზე დიდი შანსი და ამ პროცესის სწრაფად დაძვრის შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში თუ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე ოპოზიციურ დემოკრატიული ოპოზიციის ფლანგზე „ლელ - საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და სწორედ ასეთ კოალიციური ერთობაზე შეთანხმებას. კი „ლელო“ ტიპური, სტანდარტული ამომრჩევლის პლატფორმაა დღეს საქართველოში, პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიას ,აქვს იმის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი, - აღნიშნა თინა ხიდაშელი.