გიორგი კეკელიძის ჩანაცვლება კონსტანტინე გამსახურდიათი, აბსოლუტურად არავითარი ღირებულების მატარებელი არ არის „ქართული ოცნებისთვის“, ეს შეგვიძლია ვთქვათ სრულიად ერთმნიშვნელოვნად, გარდა იმისა, რომ ისე უჭირთ, ამ ნაბიჯით ისინი ფიქრობენ, თუ კი რამე ნარჩენი ზვიადისტური ხმები არის ამ ქვეყანაში, საკუთარ ყულაბაში წაიღებენ, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„ის რომ საარჩევნო მათემატიკა "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სულ რამდენიმე დღეში, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გაათავისუფლეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი კეკელიძეს იმ ფანტასტიკური საქმიანობისთვის, თავგანწირვისთვის, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში აჩვენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ ქვეყნის სასარგებლოდ და მომავალი თაობების სასარგებლოდ. მისი ჩანაცვლება კონსტანტინე გამსახურდიათი, აბსოლუტურად არავითარი ღირებულების მატარებელი არ არის ამ პოლიტიკური ძალისთვის, ეს შეგვიძლია ვთქვათ სრულიად ერთმნიშვნელოვნად, გარდა იმისა, რომ ისე უჭირთ, რომ ამ ნაბიჯით ისინი ფიქრობენ, რომ თუ კი რამე ნარჩენი ზვიადისტური ხმები არის ამ ქვეყანაში, საკუთარ ყულაბაში წაიღებენ. ეს იყო პოლიტიკურ საარჩევნო გადაწყვეტილება. ანუ ახლა ის ეტაპია, როდესაც ყველა ცალკე არსებული ჯგუფის მობილიზება მოახდინონ, სადაც შეძლებენ. კონსტანტინე გამსახურდიას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშვნაც, შესაძლოა, ამ კონტექსტში ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად განვიხილოთ",- განაცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის