გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
"გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ ეს არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება. პირველი იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს;და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ რომ ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!"