"რა ვნახეთ დღეს ბიუროს სხდომაზე, გია ვოლსკი, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში და კიდევ ერთხელ ადანაშაულებს უკრაინასაც მათ შორის, ომის დაწყებაში, კიდევ ერთხელ იმეორებს გზავნილს, რომელსაც მხოლოდ პუტინი აჟღერებს მაშინ, როცა დღეს ცივილიზებული სამყარო კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, რომ რუსეთი არის დამპყრობელი, რომ პუტინი არის მკვლელი და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაიცა დაპატიმრების ორდერი, ის არის საერთაშორისო დამნაშავე და აღიარებული ტერორისტი და მას იცავენ, მის გზავნილებს აჟღერებენ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"კონკრეტულად ეს გზავნილი იყო - ისევ დადანაშაულება საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში, ეს ყველაფერი დაიწყო იმ დისკუსიით, რომ შევახსენე კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც მოხდა 2022 წლის აპრილში, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის, სანქცირებული პირებისთვის საქართველოში შამოსვლის სრული აკრძალვა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური შეფასებაც კი არ მისცა საკითხს იმის შესახებ, მიაჩნია თუ არა, რომ სანქცირებული პირები, მათ შორის, ლავროვის ოჯახი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და 2008 წლის ომის არქიტექტორია, არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში.
"უკონტროლო შემოდინება ხდება რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც აქ ბიზნესებს იწყებენ იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქე დღითიდღე ღარიბდება. ამასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი, რომ შეეზღუდოთ სამეწარმეო საქმიანობა ადამიანებს, ვისაც კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.