„ოცნებამ“ ამ დრომდე არ დაამტკიცა ჩემი უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათთვის გაცილებით კომფორტულია რუსეთის, ამ შემთხვევაში პუტინის პირადი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"ჩვენ ვნახეთ, რომ სტრასბურგში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა მოუწია ოპოზიციის წარმომადგენელს, ქალ დეპუტატს. მე ასევე მომიწია ქვეყნის ინტერესების დაცვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კოპენჰაგენში, სადაც შესწორება დავაყენე რეზოლუციაში, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მხარი დაუჭირა რუსეთის მიზანთან დაკავშირებით ოჩამჩირეში გახსნა სამხედრო ბაზა, იქაც, როგორც დღეს სტრასბურგში, კოპენჰაგენში საერთოდ დარბაზში არ იმყოფებოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები. რატომ? იმიტომ რომ პუტინი არის ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენის გარანტი და ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები, იცავენ პუტინს და რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ