ვთვლი, რომ ეს არის არჩევნები, სადაც ყველამ ერთმანეთს წარსულის შეცდომები უნდა ვაპატიოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდას გამოეხმაურა.
„იმისათვის, რომ მოვიტანოთ ცვლილებები საქართველოში, აუცილებელია, რომ ოპოზიცია იყოს საუკეთესო ფორმაში, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ვიტყოდი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უმთავრესი როლი სწორედ ჩვენ გვაკისრია „ერთიანობის პლატფორმას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს არის მთავარი ოპოზიციური პლაცდარმი, რომელმაც დიდი გამარჯვება უნდა მოიტანოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, გულწრფელად მინდა გითხრათ, ვთვლი, რომ ეს არის არჩევნები, სადაც ყველამ ერთმანეთს წარსულის შეცდომები უნდა ვაპატიოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „მთავარის“ ეთერში.