„კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან აშშ-ში მაღალ დონეზე, მაგრამ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო, ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია.“ – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ დონეზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია, მას პრაქტიკულად ხელს არავინ ართმევს თავისუფალ სამყაროში. რატომ? იმიტომ რომ დღეს ყველა დასავლეთი საქართველოს პარტნიორი ხედავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მისი მარიონეტები ხელისუფლებაში ღიად პრორუსულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებენ.“- ასე გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინის განცხადებით, გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს