ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგად დავანახოთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ჩვენი ოპოზიციონერების სახით რა ხალხთან აქვთ საქმე, რა მორალის ადამიანებთან აქვთ საქმე და რა დონის „დიფ სთეითის“ პირდაპირი აგენტურა იყო, რომლის გამოცვლასაც ამერიკაში აპირებს ტრამპი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით რადიკალების შეცვლილ რიტორიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო წრეები გაუგზავნიან მთელ მასალას როგორ იბრძოდნენ ისინი ტრამპის წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა იმ იდეის დამკვიდრება, თითქოს ტრამპის ყველა ნაბიჯი რაღაც რუსული გავლენით იყო გამოწვეული და ეს არ იყო, ვთქვათ, გულწრფელი ნაბიჯები მისი მხრიდან და ა.შ. და ა.შ.

„მათ ჰგონიათ, რომ 21-ე საუკუნეში რამე ინფორმაციის დამალვა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ბევრი ინფორმაცია არ მიდიოდა ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც უნდა წასულიყო ობიექტური ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან აქ მოვლენილი ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ იმ „დიფ სთეითის“ ნაწილი იყო და ისეთი სახის ინფორმაციას აწვდიდა ამერიკის ხელისუფლებას, როგორიც ამ „დიფ სთეითისთვის“ იყო მისაღები ან უბრალოდ, ეს ინფორმაცია იქ იქმნებოდა. აქ რეალური ანალიზი არც კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ნამდვილი სახე დავანახოთ ახალ ადმინისტრაციას. მათ ალბათ საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო წრეები გაუგზავნიან მთელ მასალას როგორ იბრძოდნენ ისინი ტრამპის წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა იმ იდეის დამკვიდრება, თითქოს ტრამპის ყველა ნაბიჯი რაღაც რუსული გავლენით იყო გამოწვეული და ეს არ იყო, ვთქვათ, გულწრფელი ნაბიჯები მისი მხრიდან და ა.შ. და ა.შ.
ეს მასალა ისედაც უნდა ყოფილიყო ამ უწყებებში უკვე თავისი ანალიზის საფუძველზე, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც ევალებოდა ამის გაკეთება, ისინი ქმნიდნენ ამ ყალბ მასალას და თავის საწინააღმდეგო ინფორმაციას ხომ არ მიაწვდიდნენ. სწორედ ამიტომ თქვა ტრამპმა, რომ ის ჩაატარებს უდიდეს რეფორმას საჯარო სექტორში ამერიკის, ყველა დეპარტამენტში, ფედერალურ დეპარტამენტში, ყველა უწყებაში, რომელიც ფედერალური უწყებაა და მოხდება ძალიან დიდი საკადრო ცვლილება. ასევე, პასუხისმგებლობა ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენც ვნახავთ, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით ის მხარე, რომელიც ამ ობიექტურ ინფორმაციას [მიაწვდის] ამ ოპოზიციონერებზე, თან აღქმების დონეზე არა, მასალების თანდართვით, რას აცხადებდნენ ისინი, რა იდეებს ამკვიდრებდნენ ისინი, ლამის რუსეთის აგენტად აცხადებდნენ. ჩვენ ამ მასალას სრულყოფილად გავუგზავნით, მაგრამ ჩვენ ასევე კარგად დავაკვირდებით იმას, რომ ამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ის ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ძირითადად ისინი დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებიან, ასევე სპეციალური სამსახურები, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ საქართველოში, ისინიც მიაწვდიან თუ არა იმავე ინფორმაციას ახალ ადმინისტრაციას. ეს არის მთავარი.

ჩვენ გვინდა სწორი პარტნიორობა, ჩვენ გვინდა სიმართლესა და ფაქტებზე დაყრდნობილი პარტნიორობა და არა აღქმებზე დაყრდნობილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგად დავანახოთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ჩვენი ოპოზიციონერების სახით რა ხალხთან აქვთ საქმე, რა მორალის ადამიანებთან აქვთ საქმე და რა დონის „დიფ სთეითის“ პირდაპირი აგენტურა იყო, რომლის გამოცვლასაც ამერიკაში აპირებს ტრამპი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.