სალომე ზურაბიშვილს ისევ უნდა, რომ თავისი ნარატივი სიყალბის დააფუძნოს, ეუთო/ოდირმა გამოთქვა შენიშვნები, რომელსაც ყოველთვის გამოთქვამს ხოლმე და არამხოლოდ საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო-ს დასკვნა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალი არჩევნები მოითხოვოს ვინმემ.
„ამაზე უფრო მძიმე შენიშვნებიც გვინახავს, მაგრამ თვითონ კონტექსტი, რაც იქიდან გამომდინარეობს არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებდა ძალიან კარგად. დარღვევები იყო, მაგრამ ეს დარღვევები არ აჭარბებდა იმას, რამაც შეიძლება, ძალიან უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. რაც მთავარია, ისინი მზად არიან, მომავალშიც გააგრძელონ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რომ უკეთესი საარჩევნო პირობები შეიქმნას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ადმინისტრირების ნაწილში. ასე რომ, ახლა ამას დააფუძნო, თითქოს არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩატარებისა, არის დიდი სიყალბე“, – განაცხადა შარმანაშვილმა