უთო-ს ეგიდის ქვეშ ხდებოდა მთავარი დაკვირვება ამ არჩევნებზე და ერთეული შემთხვევებია მხოლოდ გამოვლენილი დარღვევებისა, რომელიც არ ითვლება მძიმე დარღვევებად, ამაზე უფრო მძიმე დარღვევები გამოუვლენია ეუთო/ოდირს სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ასე რომ, ეუთო-ს ხალხთან ლაპარაკი უფრო ადვილი იქნება, რადგან მათი დამკვირვებლების დასკვნა არის უკვე მაგიდაზე დადებული და, რა თქმა უნდა, ღიად უნდა ვილაპარაკოთ“,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ეს იმავე საკითხების გაგრძელებაა, კაბინეტებში რომ დარბოდდნენ ბრიუსელში და ეხვეწებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ საქართველოსთვის. შემდეგ იგივე ხალხი დარბოდა იმავე კაბინეტებში და თხოვდნენ, რომ იქნებ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს თავისი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების გამო. ახლა დადიან და უნდათ, რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველო. საქართველო და არა „ქართული ოცნება“, რადგან ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა შენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. რას ითხოვენ, ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკეთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოსო და დანარჩენი საკითხების განხილვა ამ ხელისუფლებასთან არ შეიძლებაო. ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩვენ მხარს არ გვიჭერს, როგორც ჩანს არც მომავალში დაგვიჭერს და იქნებ თქვენ მოახერხოთ ამ ხელისუფლების ჩაწევა, დამხობა და შემდეგ ჩვენი ხელისუფლებაის მოყვანა ნებისმიერი მეთოდით მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს ეს არ უნდა“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.