საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება აბსურდული ბრალდებით პოლიტიკურ ტყვეობაში.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
"ეს არის სოლიდარობის აქცია, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც ბევრი გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ის ამჟამად იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს ადამიანი განთავისუფლდეს ამ სატუსაღოდან."- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.