ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს და განვითარებას. ციფრებს ჩავხედოთ, ნუ დავუჯერებთ ნურავის, მათ შორის, ნურც - მე. ქვეყანა 12 წლის თავზე არის მინიმუმ 12-ჯერ წინ, ვიდრე მანამდე იყო, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში "ნოესთან"  განაცხადა .

„ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს დამაჯერებლად და 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას. ქართველების, მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტად სამწუხარო, ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება, მაგრამ ამისგან ჩვენი ქვეყნისთვის ვერაფერი ცუდი შედეგი ვერ დადგება - ეს არის ჩემი პროგნოზი“, - განაცხადა წულუკიანმა.