მთავრობებს შორის არის გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა არის დიდი ისტორიის მქონე, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ, როგორც მთავრობა და ამ ქვეყნის წარმომადგენლები ომის პირველივე დღიდანვე ვეხმარებით, ვეთანამშრომლებით და პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე თუ ჰუმანიტარულ ჭრილში მხარდაჭერას ვუცხადებთ არა რომელიმე მთავრობას ან მთავრობის წევრს უკრაინაში, არამედ უკრაინელ ხალხს. მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა რა თქმა უნდა რჩება და ხშირად საუკუნეებსაც უძლებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.