სხვათა შორის, ბაზელში ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე, ისე რომ ეს არ იყო გათვალისწინებული, ქალბატონი პრეზიდენტი გამოგვეცხადა და ახლა, როდესაც ეს ჩავლილია, შემიძლია ვთქვა რომ ვერავინ გაიგო რისთვის მობრძანდა, იმიტომ რომ არსად ეწერა, რომ უნდა მოსულიყო, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ზურაბიშვილს პატივით დახვდნენ, თუმცა გარკვეული უხერხულობა შეიქმნა.
„უბრალოდ სტუმრად მოვედი“ - ასეთი რამ პროტოკოლური გადასახედიდან მინიმუმ უხერხულია და მასპინძელსაც უქმნის უხერხულობებს. მაგრამ, ჩვენც მივეჩვიეთ რაღაცებს, ამიტომ შეთამაშებულად, როდესაც უხერხულობაში გვაგდებენ, გამოსავალს ვპოულობთ ხოლმე. ასეთია ჩვენი მთავრობის ბედი ამ ეტაპზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.