„ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურის ბრძოლაში „ომს“ სახელმწიფოსთან, ორგანიზატორების შვილების ნაცვლად სხვისი შვილები „იწყებენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ექსპერტის თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გაანალიზების შემდეგ გაუჩნდა კითხვა - აქციების ორგანიზატორები, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

თამთა მეგრელიშვილის განცხადებითვე, რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე დგას ის, ვისაც ფულსა და დავალებებს აძლევენ და იმალება, ის ვინც ამ პროცესების ორგანიზატორი და შემკვეთია.

„რას აჩვენებს ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციები, რა იწვევს საზოგადოებრივ პროტესტს, როგორ ვითარდება და რა შედეგები მოაქვს ქუჩის აქციებს, როგორ ერთვებიან პროცესში აქტორები - სამოქალაქო სექტორი, მედია, ოპოზიციური პარტიები?!
საინტერესო კითხვაა, თუმცა ამ საკითხის შეფასება რთულია, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტიკური შვილობილების სახით ოპოზიცია არ არსებობს, სამოქალაქო სექტორიცა და მედიაც პოლიტიკური მიკერძოების მაღალი ხარისხით მხოლოდ ზემოაღნიშნული ძალის რუპორია და ერთი ქუდის ქვეშ მოქმედი ეს ძალები საქმით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურაა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში შეინიშნება აფექტური პოლარიზაცია, რაც იწვევს ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე შეფერხებას.

2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი იყო პოლიტიკური ბეწვის ხიდი, რადგან ქართულ სახელმწიფოს ფსიქოპათიური აშლილობის მქონე პრეზიდენტი მართავდა, რომელსაც არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობის განცდა, ადამიანური მორალი და საკუთარ ასოციალურ ბუნებას შენიღბულად, მასზე მორგებული პიარითა და პოლიტიკოსობანას თამაშით მალავდა. მის სინდისზეა პოლიტიკური წარღვნა, რომელიც მან ქართულ სახელმწიფოს
და ხალხს მოუწყო.

ყველაზე საჭირო დროს სისხლიან სისტემას დაუპირისპირდა მორალურად გამართული ადამიანი, ძალიან თანმიმდევრული და მყარი ფსიქიკის მქონე ბიძინა ივანიშვილი. 


“ქართული ოცნების” სახით მან შექმნა ძალა, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ და მთლიან აგენტურასთან სვლა არ წაუგია. ამ გუნდის წიაღშივე შეიქმნა ახალი ძალაც და დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე ორი მყარი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოთამაშეა “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” სახით. ორივე ძალა
მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციური მიზნების შესრულებასა და განხორციელებას.

ზემოაღნიშნულ ძალთა ფონზე, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის პოლიტიკური მეხამრიდია, რა თქმა უნდა, ღია და პირდაპირი შეტევა ხორციელდება ქართულ სახელმწიფოზე.

გარე აქტორების ფულითა და კარნახით 2012 წლიდან დღემდე ქართველ ხალხთან არჩევნებში დამარცხებულმა ძალებმა შექმნეს იარაღი, კანონის მიმართ დაუმორჩილებელი ემოციური ახალგაზრდების სახით და მათ საკუთარი თავის გარდა ყველას წინააღმდეგ იყენებენ.

აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელია და ისინი პირდაპირ ბმაში არიან “ნაცმოძრაობის”, “გვარამია მელიას”, “გახარიას” და “ხაზარაძის” ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა “ჯენზის”, აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები: “სირცხვილია”, “ფრანკლინის კლუბი”, “მომავლის აკადემია”, “სტუდენტები ევროპული მომავლისათვის”, “მოძრაობა თავისუფლებისათვის”, “ჯიუტი”, “ტალღა”, “ნაბიჯი”, “წერტილი”, ”დაფიონი”, რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და აქციის დროს წინა ხაზზე პიროტექნიკითა და მოლოტოვის კოქტეილებით უშვებენ.

არავინ იღებს პასუხისმგებლობას აქციებზე, დაგეშილი ახალგაზრდები კანონთან პირისპირ რჩებიან და აგენტურის მხარდაჭერის ფორმა, მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის დაფარვაა (ამ უკანასკნელს უკვე ვეღარ ახორციელებენ).