ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდება, რადგან მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო.
გვარამია როგორ იმოქმედებს მომავალში, ეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ამაზე იფიქრებდა, მაგრამ მას ესმის, რა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. გვარამიას პოლიტიკაში ყოფნას ვისურვებდი, რადგან ოპოზიციურ სპექტრს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა კორძაიამ.