„ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით აღელვებული ხალხი ისევ ფარად აიფაროს და შავი ფულისთვის ასე იბრძოლონ. აღარ გამოუვათ, რადგან მათ გვერდით ქუჩაში იქნებიან მხოლოდ მათი ამომრჩევლები და არა ის საზოგადოება, ვისი მოტყუებაც შარშან შეძლეს”, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ, ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უცხოეთიდან ნამდვილად იღებენ შავ ფულს, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ირგვლივ, ოპოზიციის მიერ ატეხილი პანიკური აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ნამდვილად იღებენ შავ ფულს უცხოეთიდან, არასამთავრობოების გავლით.
ამ კანონის მიღებით მათ ფულის წყარო ეკეტებათ, რადგან ყველაფერი გამჭვირვალე გახდება. თუკი გამჭვირვალობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაშინ რაღაა სიტყვის თავისუფლება?! - თუკი ამ ლოგიკით მივყვებით, მაშინ მთელს დემოკრატიულ სახელმწიფოებში სიტყვის თავისუფლება აკრძალული უნდა იყოს. ისეთი ტყუილი მაინც უთხრას ხალხს ოპოზიციამ, რაშიც შეძლებენ მათ დარწმუნებას. ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით აღელვებული ხალხი ისევ ფარად აიფარონ და შავი ფულისთვის ასე იბრძოლონ. აღარ გამოუვათ, რადგან მათ გვერდით ქუჩაში იქნებიან მხოლოდ მათი ამომრჩევლები და არა ის საზოგადოება, ვისი მოტყუებაც შარშან შეძლეს.
„ნაცმოძრაობის“ და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიების ამომრჩეველი არ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს. ამ ქვეყნის ბედს წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს იცოდეს, რაში იხარჯება უცხო ქვეყნის თანხები საქართველოში”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.