როდესაც მე ცენტრებს ვარყევ, ირყევა ოპოზიციური ბაბლიც - ამ ხალხს კეზერა აჭმევს და ბრაზობენ - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოში, პოლიტიკურად აქტიურ, საჯარო ცხოვრებით დაკავებულ ბაბლს, დღეს ორი ძირითადი დამსაქმებელი ყავს.
1. ბიძინა ივანიშვილი (ოლიგარქზე მეტად, ტირანია კლასიკური გაგებით)
2. მიხეილ სააკაშვილში გადაზელილი ოლიგარქი კეზერაშვილი
(სანამ უკრაინაში იყო, სააკაშვილი დასაქმების დამოუკიდებელ ცენტრს ქმნიდა, იმიტომ რომ კეზერაშვილის მიღმაც ჰქონდა სხვა რესურსი, მაგრამ ახლა კეზერაშვილზე კიდია ეგეც)
ამ ორ ცენტრს ყავს დასაქმებული მთელი ბაბლი. ან ერთის წესრიგში უნდა იმოძრაო. ან მეორის. ამ ორ ცენტრთან არის პოლიტიკურად აქტიური ბაბლი ანგარიშვალდებული.
ბიძინასთან ყველაფერი გასაგებია - ჩემი ახსნა არ სჭირდება, რომ ოლიგარქიული წესრიგი აქვს და მასთან არიან ანგარიშვალდებული პოლიტიკურად აქტიური ქოცები.
კეზერაშვილმა შეაღწია ყველა საჯარო სფეროში - პოლიტიკა, მედია, აქტივიზმი. იმის გამო რომ უნიჭოა, მეტწილად სხვისი პროექტების მოპარვით არის დაკავებული და იოლი მისახვედრია, რას ფაფხურობს.
მას სასიცოცხლოდ სჭირდება, რაც შეიძლება ბევრ აქტიურ ადამიანს აძლიოს ფული იმ გათვლით, რომ შარში რომ გაეხვევა, ბევრი დამცველი ყავდეს - ბევრი ეყოლება გასვრილი და ამ ხალხის თვითინტერესში იქნება რომ კეზერა „აპრავონ“.
ეს ხალხი კეზერაშვილის წესრიგს მორგებულია - სხვანაირად შემოსავალი არ ექნება.
როდესაც მე ამ ცენტრებს ვარყევ, ირყევა ოპოზიციური ბაბლიც - ამ ხალხს კეზერა აჭმევს და ბრაზობენ, როდესაც მათი შემოსავლის წყაროს ვეხები, პერსონალურ შეურაცხყოფადაც იღებენ ... ეს იწვევს პირად დაპირისპირებებს ჩემთან. ეს ხალხი იმას ხომ არ იტყვის, ჩერგო მართალია, მე ვარ კონფორმისტიო. „ამიტომ ჩერგო გიჟია, ჩერგოსთან ურთიერთობა შეუძლებელია - მართალია, მაგრამ.... „ მეგობრებო, მე ჩამოგაქცევთ ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც იძულებულები ხართ კეზერაშვილის წითელ ხაზებში იმოძრაოთ და საკუთარ უსაქციელობას “ჩერგოს ხასიათით” ხსნით.
მე პოლიტიკურად აქტიურ ბაბლზე არ მაქვს გათვლილი ჩემი მიზნები და კეზერაშვილის (ირიბი, თუ პირდაპირი) თანამშრომლებისთვის თავის მოწონება ჩემი ამოცანა არაა - კეზერაშვილს რა სიკეთე მოუტანეთ, მე რომ მომიტანოთ. პოლიტიკურად აქტიური ოპოზიციური ბაბლის უდიდესი ნაწილი კორუმპირებული და კომპრომეტირებულია.
ჩემთვის უინტერესოა მათთან თანამშრომლობა.
თქვენ მიღმაა ის ხალხი, ვისი დაინტერესებაც მე მინდა - მდუმარე უმრავლესობა მაინტერესებს, ანუ ის ხალხი, ვისაც რეალური ძალა აქვს და კვიპროსთან არაა სასუნთქი გზებით მიბმული."