საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაბანკროტებული ოთხი ძალისგან ექსკლუზიური პროცესის შექმნა, მათ ინსტრუმენტად აქცევს - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"გაბანკროტებული ოთხი ძალისგან ექსკლუზიური პროცესის შექმნა პრეზიდენტს ამ ოთხი ძალის ინსტრუმენტად აქცევს და არა ხალხის ნების გამომხატველად. ვფიქრობ, ეს ესმის პრეზიდენტს. თუ არ ესმის, ის ვერ გახდება სახალხო პროცესის ლიდერი." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".