პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მშობლებს მიმართავს, არ ენდონ მათ, ვინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქ ჩამოიყვანა.
"პოლიტპატიმრების მშობლებს ვურჩევ, ნუ ენდობიან ნურავის, ვინც მიშა აქ ჩამოიყვანა იმის იმედით, რომ ხალხი გამოიხსნიდა. მიშას შეხედონ და მისი გარემოცვის სანდოობა მიშას მდგომარეობით შეაფასონ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, 2025 წლის 17 მარტს მიხეილ სააკაშვილს "საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე" 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა - განაჩენთა ერთობლიობით კი 12 წლით და 6 თვით პატიმრობა