ანა წითლიძეს შეუძლია, მოვიდეს და მოვუყვები, რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„ძაან კარგი ანალიზი მაქვს გაკეთებული. შეუძლია ანა წითლიძეს, მოვიდეს და მოვუყვები, რა უბედურება სჭირს მის პარტიას და რატომ მარცხდება“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა: "ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოხდა? „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები"