ქართველ ხალხზე ვაფრენ. ათობით მილიონი დახარჯა ადამიანებით მოვაჭრე ხაზარაძემ, რომ თავი კიტრი ჰგონებოდა და შედეგად - შედეგი გაინახევრა. საკმარისთან მიახლოებული კი არა, იმის ნახევარიც ვერ იყიდა, რაც სახეს შეანარჩუნებინებდა. უდაბნოდან გასასვლელს ვუახლოვდებით მეგობრებო. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს დიდებულია. შეიძლება ყველა ვერ ხედავდეთ რაკარგად გადავლახეთ 4 ოქტომბრის განსაცდელი, მაგრამ მენდეთ რომ დღეს ბევრად წინ ვართ, ვიდრე გუშინწინ ვიყავით. ოლიგარქ ივანიშვილის ლეგიტიმაცია ისტორიულ მინიმუმზეა და რამდენიმე აგურიღა დარჩა გამოსაცლელი.

ოლიგარქი ხაზარაძე გაბანძდა (მისი ჯუნიორ პარტნიორი გახარია - გაქრა). ეგომანიაკი ბელადიც ჩაფლავდა. პროტესტი გრძელდება როცა გავიმარჯვებთ, საქართველოს ახალი, დემოკრატიული და ევროპული რესპუბლიკა გაიმარჯვებს, სადაც აი ეს ხდება: "ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს". - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".