მეგობრებო, გადარჩენის ბოლო შანსი მაშინ გვექნება, როცა ბოლოჯერ ამოვისუნთქებთ. ვიბრძვით გამარჯვებამდე. „ან ახლა ან არასდროს“ ინფანტილური ფეხების ბაკუნი ზრდასრულ ადამიანებს არ გვიხდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ ბოლომდე და გავიმარჯვოთ სახელოვნად, როცა არ უნდა გავიმარჯვოთ.
პ.ს. „მესამე პრეზიდენტს ვკლავთ“, „გადამარჩინეთ თორემ ინანებთ“, ამ სამარცხვინო ისტერიკის შემოქმედს, იმედი მაქვს, სათანადო ადგილს მიუჩენს ბრძენი ქართველი ხალხი ამ ისტერიკის გამოც“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფეისბუქპოსტს აზიარებს.