თაღლითი-მძარცველი და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი პოლიტიკანების შეთავაზება ოპოზიციაში, აი ეს არის მაშველი რგოლი ოცნების ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ფრთხილად !!!!! 90-იანების “მძარცველი , ქვეყნის ძარცვაში გამოცდილი და ქვეყნის დაქცევაში მონაწილე პოლიტიკანები” ქატოს “და უბლოკო სტატუსის შემომთავაზებელნი, ხალხის ანაბრების მიმთვისებელნი , საბანკო მაფია 90-იანების , აი ესენი გააქტიურდნენ, იცოდეთ , რომ განზრახ გაააქტიურეს მიზანმიმართულად!
არ აჰყვეთ (ნებსით თუ უნებლიეთ ) ჟურნალისტები ამ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ თამაშს! 90-იანების თაღლითი-მძარცველი და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი პოლიტიკანების შეთავაზება ოპოზიციაში, აი ეს არის მაშველი რგოლი ოცნების ხელისუფლებისთვის - ეს არის მაშველი რგოლი, მათ ფონზე “ქართული ოცნება” “ისეთივე თაღლითად გამოიყურება !!!!!
პუტინის - რუსული ვექტორის მომხრე,წლების მანძილზე რუსულ კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკანი არ და ვერ გამოსწორდება-ვერ და არ! ( ამის საშუალებას რუსეთის უშიშროება არ მისცემს აგენტ-პაიკს!)
“ქატო იქა, ფქვილი აქა! “
“ქატო “ და რუსის ჯარის შემოყვანის გეგმა დასაპყრობად , უბლოკო სტატუსის შეთავაზება საქართველოსთვის წარსული უნდა იყოს , ხორბალი ფქვილი და ბარაქა კი მომავალი, ეს არის გამარჯვების ფორმულა!"- წერს ჩარკვიანი.