ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"დიახ ასეა, სიმშვიდისკენ მიდის საქმე , 20 წევრი დაემატა ენმ პოლიტსაბჭოს, ზოგიერთი მიბრუნდა ( ძალიან კარგია). ენმ იშლებაო გაჰყვიროდნენ “ზოგიერთები” და საათობით მიდიოდა განხილვა (მედიით ) ამ მსხვილი დასავლური ოპო პარტიისა, აქაოდა მორჩა სუსტდებაო და საათობით უძღვნიდნენ ტვ ეთერს გახარიას -ხალხისთვის თვალებისდათხრის გამო პრემიერად დაწინაურებულ შინაგან საქმეთა მინისტრს და ხაზარაძეს -ყველა სისტემასთან შერწყმულ მევახშეს ,სამომავლოდ მევახშეური გეგმების განხორციელებას რომ გვთავაზობს ქვეყნის "აშენებას" "მაღალპროცენტად" ალბათ.
ჰოდა აგერ ბატონო არაფერიც არ დაიშალა “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” დასრულდა ესე ამბავი….🤓
მე მიხარია, რადგან კარგია მთავარია რუსეთთან დაპირისპირების დროს ყველაზე მსხვილი დასავლური ოპო პარტია არ სუსტდება და ძლიერია, თუ “რამდენიმე “ სხვაგვარად ხედავს პროცესს თავად ჰქნან რაიმე მითუფრო, არც ნიკანორ მელია და არც ბაჩო დოლიძე არიან ნაც მოძრაობის ძირძველი “სტაბილური” წევრები ხომ ასეა, სულ “მიდი-მოდიოდნენ” ?! ფაქტია ცოტა ისტერიაც შეწყდება ტვ მედიით ……… რა დროს “ტურა და მელიაა” “ამათ” მოეწონათ სააკაშვილის ხმები და მისი დაფუძნებული პარტია ……ჰოდა
კომპასის ისრები მტრისკენ -რუსეთისკენ მიმართეთ ბატონებო!"- წერს თამარ ჩარკვიანი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების დაცვით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს დაემატა 20 წევრი.“