პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

 „შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა მოლოდინები გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. საქართველოს მომავალზე საუბარი დასავლური ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია. დასავლური ღირებულებები ითვალისწინებს დასავლური წესით და რიგით არჩევნების ჩატარებას. მეტი დამკვირვებელი გვჭირდება, იმისათვის რომ  ხალხმა მიიღოს ის შედეგი, რაც სურს“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.