ბავშვებს დაშლით?! დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით? - კატასტროფაა! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით, რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! ქვეყანას რას უკეთებთ?! - ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შინაარსით უთუოდ, რუსულია და დასავლური სივრცე გამადიდებელი შუშით გვიყურებს.
„გუშინ მართლაც მძიმე დღე იყო. ნუ შევყვებით ჩვენ რა მართლდება, რა არ მართლდება. ცუდი სანახაობაა ყოველთვის ასეთი ცემა-ტყეპა. მე განმიცდია ეს ყველაფერი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შვილი ვიყავით და მეუღლე გვახლდა. სამარცხვინო თავდასხმა მოგვიწყვეს. ეს იყო 6-კაციანი თავდასხმა. თავდასხმა ნაკლებად მაინტერესებს, მაინტერესებს პასუხი, რომელიც კახა კალაძემ ტელევიზიით გააკეთა. მაშინ პირველად გავოცდი და ჩავფიქრდი, რომ ეს ბიჭი საზიზღრობის ზღვარს გაცდა. ვციტირებ, „რასაც დასთეს იმას მოიმკიო“. ერთი წამით არ მიფიქრია გუშინ, მაგალითად, რომ ეს მეკადრებინა და მეთქვა მდინარაძისთვის, რომელსაც თხემით ტერფამდე არ ვეთანხმები არც ერთ სიტყვაში, არც ერთ ნააზრევში, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში, რასაც ის აკეთებს ხოლმე. ჯაჭვია და ამ ჯაჭვის ყველას უნდა ეშინოდეს და ზოგადად ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ. რაც შეეხება კანონს - დიახ, ეს კანონი შინაარსით არის უთუოდ რუსული. სულ ვსვამთ კითხვას - რატომ?! რისთვის არის ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საშემოსავლო, აუდიტი, ვერ გავიგე, მიტოვებული გაქვთ აბა ისე ქვეყანა? არაფერს ამოწმებთ? ხომ გასაგებია, რომ ეს თითიდან გამოწოვილია და ნაბრძანებია ამ სიტუაციაში. რას შვრებით ხალხო? მოდით ასე დავალაგოთ - ბავშვებს დაშლით? - დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?! კატასტროფაა! ვისთან ტოვებთ ქვეყანას?! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო? მომგებიანია ახლა ჩვენთვის ამ კანონის მიღება?! აბა რას აკეთებთ? ქვეყანას რას უკეთებთ? არ მჯერა, რომ გამყიდველები ხართ, გეფიცებით“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.