მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის მიერ ერთ-ერთ მედიაში გაკეთებულ განცხადებას - „სოზარ სუბარი თავის ბიოგრაფიას ებრძვის, სულ უცხოელებისგან იღებდა ხელფასს - სოზარი როდის დაიჭერს სოზარს, აი, ეგ მაინტერესებს“, გამოეხმაურა.
„ხალხის ძალის“ ლიდერმა „მოქალაქეების“ ლიდერს არც თუ ისე შორეული წარსული შეახსენა, როცა ალეკო ელისაშვილის ომში გახვეულ უკრაინაში გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
„ფარით ან ფარზე“ – ომში წასული სპარტელი მეომარი ან გამარჯვებული უნდა დაბრუნებულიყო, ფარით ხელდამშვენებული, ან - გარდაცვლილი - საკუთარ ფარზე დასვენებული.
„სელფით და სელფისთვის“ - ალეკო ელისაშვილი კიევიდან...
როგორ იცვლება ყველაფერი...“, - წერს სოზარ სუბარი და ფოტოებს აქვეყნებს.