საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეში კიდევ ორი ევროპარლამენტარი ფიგურირებს.
„ასე თუ გაგრძელდება, მალე ევროპარლამენტში რეზოლუციებისთვის ხმის მიმცემი არავინ დარჩება“, - წერს სოზარ სუბარი.
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ბელგიური პოლიციის მიერ გაცემულ დაკავების ორდერში კიდევ ორი ევროპარლამენტარი ფიგურირებს.