სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი 

„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთო-სთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.

„ისინი იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო არქივიდან