აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ 8 აგვისტოს ის უმასპინძლებს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს "ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე", რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება. ამერიკელმა ლიდერმა განცხადება Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
ფაშინიანი და ალიევი "შემომიერთდებიან თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე", - დაწერა ტრამპმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს "ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების გაზიარების მიზნით", რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის გამოვლენას.
"ბევრმა ლიდერმა სცადა ომის დასრულება, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ - ტრამპის წყალობით [არის გარკვეული პროგრესი]", - წერს ის.
"ჩემი ადმინისტრაცია საკმაოდ დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ორივე მხარესთან", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა და თქვა, რომ ის "ძალიან ამაყობს ამ მამაცი ლიდერებით, სწორი ქმედებებისთვის".