მიხეილ სააკაშვილის წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. 1992 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეუთოში შეიტანა განცხადება გაწევრიანების შესახებ. სწორედ მისმა გატარებულმა პოლიტიკამ დააყენა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მყარად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. და, მე მჯერა, ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ამას აუცილებლად შევძლებთ უკრაინასთან ერთად", - ამბობს ჯაფარიძე.