გაუარესებული ანალიზების გამო, მიხეილ სააკაშვილს დილიდან გადასხმები უტარდება, ფიზიკურად ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე ჩართვა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„გუშინდელი გაუარესებული ანალიზების გამო, დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილს უტარდება გადასხმები. აქედან გამომდინარე, მან ფიზიკურად ვერ მოახერხა პროცესზე ჩართვა, მაგრამ მისი ბრძოლის მუხტი არის ზუსტად ისევ ისეთი, როგორიც იყო და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პროცესზე, ის აუცილებლად ჩაერთვება". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 20 სექტემბრისთვის გადაიდო