ბოლო დღეების განმავლობაში უამრავ ახალგაზრდას შევხვდი და მათი პრინციპული პოზიციაა, რომ ისინი არ დათმობენ იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რა ვქნათ? - უნდა ვიბრძოლოთ! არავითარი დაცდა - დღეს ვერ. ჩვენ დავინახეთ, როდესაც ქართველი ხალხის პრინციპული პოზიცია იყო, ჩვენ შევძელით, ჩვენ გავიმარჯვეთ ბოროტებაზე და ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა. არ უნდა დავნებდეთ, დიახ, კიდევ უფრო მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ. პროტესტი კიდევ უფრო მეტად მწვავე უნდა იყოს. ბოლო დღეების განმავლობაში უამრავ ახალგაზრდას შევხვდი და მათი პრინციპული პოზიციაა, რომ ისინი არ დათმობენ ამ ბრძოლას. ისინი არ დათმობენ იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს ევროპული მომავალი",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.