დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე მიწვეული იყო პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.