მიხეილ სააკაშვილს არაჩვეულებრივად აქვს გამახვილებული სმენა ჩვენი ამომრჩევლების მოთხოვნების მიმართ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მინდა ავხსნა, რა არის მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული ეს მოდელი. პოლიტიკური აქტივობის და თანხმობის კომიტეტი მიზნად ისახავს, პარტიასა და ჩვენს ამომრჩეველს შორის არსებული ვერტიკალის კიდევ უფრო გამყარებას, მათ შორის ურთიერთჰარმონიზაციას. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავიანთი ერთგული ელექტორატის გარეშე უბრალოდ არ წარმოადგენს არაფერს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ამომრჩეველს და ეს იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული ამ ჩვენი კომიტეტით. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოველთვის იდგა ჩვენი მოქალაქეების გვერდით. ყოველთვის ისმენდა მათ პოზიციას. მიხეილ სააკაშვილს აქვს არაჩვეულებრივად გამახვილებული სმენა ჩვენი ამომრჩევლების მოთხოვნების მიმართ", - განაცხადა ჯაფარიძემ.