ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა - არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა. ,,უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.
არ იქნებოდა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი.
სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.