რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება -,” ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში მხარს უჭერს ტექნიკურ მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა ყოფილა საქართველოში და არა მათში, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოიწოდებენ.
,,რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება.
რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება.
პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!” - წერს შალვა პაპუაშვილი.