"ყველამ თავის ეფშტაინის კუნძულს მიხედოს! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეფშტეინის და მის კუნძულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ვხედავთ ერთი მეორის მიყოლებით გადადგომებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების, დიპლომატების როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე, როდესაც გვესმის კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, რა თქმა უნდა, ერთადერთი პასუხი, რაც ჩნდება არის ის, რომ ყველას თავის ეფშტეინის კუნძულს მიხედოს. ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ, ის, რაც ცხადდება ახლა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩართული იყო. ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც თურმე მთელი პოლიტიკური ელიტის დიდი თუ მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










