პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, კვორუმის უქონლობის გამო საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, რადგან ოპოზიციის მხრიდან პლენარულ დარბაზში ადგილი აქვს ობსტრუქციას.
"განსაკუთრებით უმრავლესობის წევრებს მინდა მოგმართოთ. როგორც ხედავთ, ოპოზიცია ერთობა, არ გადის რეგისტრაციას და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში, აქ არიან და ვითომ არ არიან. როგორც აქამდე, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა ყველაფერი ქვეყანაში ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის ფონზე. რადგან ხედავთ, რომ ასეთი ობსტრუქცია არის, ვიყოთ ამ საკითხზე კონცენტრირებული. ერთი საათი მოუწიათ კოლეგებს ლოდინი იმის გამო, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა დააგვიანა პარლამენტში მოსვლა. ამიტომ გთხოვთ რომ კენჭისყრების დროს, რეგისტრაციის დროს, ყველა იყოთ დარბაზში. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ და ქვეყნის მიმართ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.