სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ელემენტარული საღი აზრი რომ კანონით გახდება დასაცავი. ასეთ პრობლემებს წარმოშობს უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე დიქტატი.
სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელიც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს და ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს.