საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. მან საქართველოს პარლამენტისადმი მადლიერება გამოხატა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 63-ე სხდომის მასპინძლობისთვის.
გენერალური მდივანი, ასევე, თავმჯდომარეს მაისში დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომასა და დღის წესრიგზე არსებულ საკითხებზე ესაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პაბსეკი კარგი პლატფორმაა რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და მის განვითარებაზე თანამშრომლობის საჭიროებაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.