„ჩვენ ხომ უნდა შევხედოთ, რა მოჰყვა საბაბად ამ გადაწყვეტილებას. საბაბი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდა, სად მიედინება გრანტით შემოსული თანხები, რა მიზნებს ხმარდება, რომელ ორგანიზაციებში რა თანხები მიდის. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"თანხები გრანტების სახით შემოდის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან თუ შვედეთიდან, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ამ ინტერესმა გამოიწვია სწორედ ეს რეაქცია. დაინტერესდით? ჩვენი გამჭვირვალობა თუ გინდათ, მაშინ საერთოდ აღარ ჩავრიცხავთ თანხებსო. ასეთი პოზიცია სამწუხაროა. ელემენტარული საკითხი, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი როგორც ქვეყნის შიგნით განვითარების, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობის, ეს არის გამჭვირვალობა.
საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც ფრანგს, გერმანელს, ფინელს, ამერიკელს, დიდ ბრიტანელს, უფლება აქვს, იცოდეს, რა ფული შემოდის თავის ქვეყანაში და იხარჯება პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკაზე გავლენისთვის და ასე შემდეგ.
უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და სად მიდის. როგორც ჩანს, ვიღაცას ქართველი ხალხი თვალში ეპატარავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.