საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტარ, ნინო წილოსანსა და "დროას" პოლიტსაბჭოს წევრ ნათია ლეთოდიანს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე).
ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ.
სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია. ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ."