"სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, მგონი, საჯაროდაც კარგად ჩანს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სანქციებზე და ესტონეთზე გამახსენდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ამ ინტერვიუში, მართალია, არ ასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონო, თუმცა, სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, მგონი, საჯაროდაც კარგად ჩანს", - წერს შალვა პაპუაშვილი.