პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.

ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.

2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.