საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პარლამენტის სახელით მის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ X მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.