მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე და საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა ყველას მოვუწოდო 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, რათა საბოლოოდ გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს საარჩევნო მარათონი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.