საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამშობლოს მიმართ მათი სიმამაცე და თავდადება პატივისცემას იმსახურებს.
„თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს. პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს, თავდადებას და ერთგულებას სამშობლოს მიმართ. გმადლობთ დაუღალავი შრომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.