კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს იყო მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. მისივე თქმით, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა.
„რაც შეგვეხება კახელებს. კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს. საგარეჯო – 66%, სიღნაღი – 63%, დედოფლისწყარო – 66%, თელავი – 55%, გურჯაანი – 62%, ახმეტა – 56%, ყვარელი – 57%, ლაგოდეხი – 62%. ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.